ადრეული ქორწინების სხვადასხვა შემთხვევები:
პირველი შემთხვევა: მშობლები აიძულებენ არასრულწლოვანს დაქორწინდეს წინასწარ შეთანხმებულ ოჯახთან . მაგრამ არასრულწლოვანი არ არის თანახმა.
მეორე შემთხვევა: არასრულწლოვანი თანახმაა დაქორწინდეს ნაადრევად, ვინაიდან ქორწინებაზე კარგი წარმოდგენა აქვს. მას ჰგონია რომ ის იქნება თავისუფალი, მეგობრებთანაც აქტიური ურთიერთობა ექნება, ასევე, ჩაიცვამს ლამაზ ტანსაცმელს. ამ სიტუაციაში მშობლები წინასწარ არიან შეთანხმებული საპირისპირო სქესის ოჯახის წევრებთან.შეთანხმების პირობები კი არ ითვალისწინებს მოზარდის ზემოჩამოთვლილ სურვილებს.მან არ იცის,რომ გათხოვების შემდეგ იგი გარკვეულ ჩაჩოში მოექცევა.
მესამე შემთხვევა: არასრულწლოვანი არის თანახმა, მაგრამ მას მშობლები არ ეთანხმებიან. არასრულწლოვანს მშობლების მხრიდან შეზღუდული აქვს უფლება საკუთარი აზრის გამოხატვისა და თავისუფლების მოპოვებისა. მას ჰგონია, რომ გამოსავალი გათხოვებაშია და გათხოვებისას მოიპოვებს თავისუფლებას.
პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკის საშუალებით
https://app.emaze.com/editor/@AOQRQZFFL
ფოტო მასალა ამოღებულია იუთუბ გვერდიდან.
ინფორმაცია სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოდან, ინტერნეტიდან.
ტექსტში გამოყენებული მაგალითები რეალური ცხოვრებიდანაა აღებული.
ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით მერვე კლასის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ :




