Monday, June 7, 2021

dzveli

  რას ნიშნავს ადრეული ქორწინება? .ადრეული ქორწინება ნიშნავს 18 წლამდე ასაკის ადამიანის იძულებითი, ან თავისი ნებით დაქორწინება. ამ დაქორწინების დროს შეიძლება არასრულწლოვანის სხეულში  პრობლემები გაჩნდეს, იმიტომ, რომ მისი სხეული ჯერ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, როგორც სრულწლოვანის ორგანიზმი. ადრეული ქორწინების დროს არასრულწლოვანი დგება ახალი პრობლემის წინაშე,   როგორიცაა მშობიარობა,  რადგან მშობიარობისათვის მისი ორგანიზმი მზად არ არის. შეიძლება მისმა ნაყოფმა დააზიანოს დედის ორგანიზმი. შეიძლება ხერხემალმა განიცადოს დეფორმაცია და შეწყვიტოს ორგანიზმმა სიმაღლეში ზრდა. ასევე, შეიძლება სისხლძარღვებმაც  ვენური დარღვევა განიცადოს.

     ადრეული ქორწინების სახეობები.

ადრეული ქორწინების სხვადასხვა შემთხვევები:

პირველი შემთხვევა: მშობლები აიძულებენ  არასრულწლოვანს დაქორწინდეს წინასწარ  შეთანხმებულ ოჯახთან . მაგრამ არასრულწლოვანი არ არის თანახმა.



მეორე შემთხვევა: არასრულწლოვანი  თანახმაა დაქორწინდეს ნაადრევად,  ვინაიდან ქორწინებაზე კარგი წარმოდგენა აქვს.  მას ჰგონია რომ  ის იქნება თავისუფალი,   მეგობრებთანაც  აქტიური ურთიერთობა ექნება,   ასევე, ჩაიცვამს  ლამაზ  ტანსაცმელს. ამ სიტუაციაში მშობლები წინასწარ არიან შეთანხმებული  საპირისპირო სქესის ოჯახის წევრებთან.შეთანხმების პირობები კი არ ითვალისწინებს მოზარდის ზემოჩამოთვლილ სურვილებს.მან არ იცის,რომ გათხოვების შემდეგ იგი გარკვეულ ჩაჩოში მოექცევა.



მესამე შემთხვევა: არასრულწლოვანი არის თანახმა, მაგრამ მას მშობლები  არ ეთანხმებიან. არასრულწლოვანს   მშობლების მხრიდან შეზღუდული   აქვს უფლება  საკუთარი აზრის გამოხატვისა და თავისუფლების მოპოვებისა.  მას ჰგონია,  რომ გამოსავალი გათხოვებაშია და გათხოვებისას მოიპოვებს  თავისუფლებას.




       
                მე, როგორც  ზემოთ აღნიშნული სიტუაციეების მომსწრე, შემიძლია ვთქვა, რომ
ადრეული ქორწინების შემთხვევაში არასრულწლოვანს ხელიდან სტაცებენ  მომავალს,განათლებასა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.
  
    გარკვეული  დროის შემდეგ ადამიანი, რომელიც არის მსხვერპლი ზემოთ ჩამოთვლილი  პრობლემებისა , აანალიზებს თავის  ცხოვრებას  და ხვდება, რომ  ეს იყო დიდი შეცდომა, რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია, რადგან მას არ შეუძლია დამოუკიდებლად შვილების აღზრდა,  საკუთარი თავის რჩენა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.




პრეზენტაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკის საშუალებით  

https://app.emaze.com/editor/@AOQRQZFFL

ფოტო მასალა ამოღებულია იუთუბ გვერდიდან.

ინფორმაცია სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოდან, ინტერნეტიდან.

ტექსტში გამოყენებული მაგალითები რეალური ცხოვრებიდანაა აღებული.

ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებით მერვე კლასის მოსწავლეების მიერ გადაღებული ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ :







Tuesday, June 5, 2018

testi internetze

https://docs.google.com/forms/d/1ecjLQCBasfiyRyXQ2EQoFtmzCxftKCO6DbTK-BWdO54/edit

ტესტი ინტერნეტზე


ტესტი ინტერნეტზეტესტი ინტერნეტზე
ვინ შექმნა ინტერნეტი? *
რას ადარებენ ინტერნეტის ქსელს, რომელმაც მსოფლიო დაქსელა. *
ყველაზე მეტად რომელ ორგანოს აზიანებს კომპიუტერი? *
თავდაპირველად რატომ შექმნეს ინტერნეტი? *
დაწერეთ ინტერნეტის უარყოფითი მხარე. *
Your answer
დაწერეთ ინტერნეტის დადებითი მხარე *
Your answer
SUBMIT
Never submit passwords through Google Forms.

საკლასო ტესტი

https://docs.google.com/forms/d/1Bz2guDzZHcEzC3YvygdJ_l7owKxLgj4kwNG1uHlZFAM/edit